თურქეთში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი
loader

Breaking news

თურქეთში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი

  • თურქეთში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა არის მსხვერპლი

ანკარა: თურქეთში სასწავლო სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, შემთხვევა იზმირის პროვინციაში მოხდა. თვითმფრინავის ნაწილები ჯიგლის ავიაბაზიდან სამი კილომეტრის მოშორებით აღმოაჩინეს.

სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც საწვრთნელ ფრენას ახორციელებდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად ორივე მფრინავი დაიღუპა.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე