შალვა კერესელიძე გუდამაყრის ხეობაში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა
loader

Breaking news

შალვა კერესელიძე გუდამაყრის ხეობაში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა

  • შალვა კერესელიძე გუდამაყრის ხეობაში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა

თბილისი: "ქართული ოცნების" მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე გუდამაყრის ხეობაში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა. 

პრესსამსახურის ინფორმაციით, მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატმა ადგილობრივებისგან იმ საჭიროებების შესახებ მიიღო ინფორმაცია, რაც მთაში მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს. ადგილობრივების მთავარი მოთხოვნა ცენტრალური გზის სრული რეაბილიტაცია იყო.  

"გასულ წლებში გუდამაყრის ხეობის მიმართ საქართველოს მთავრობის და პარტია "ქართული ოცნების"  მხრიდან დიდი მხარდაჭერა იყო. მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, აშენდა გოდერძი  ჩოხელის სახლმუზეუმი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკოლას. მოსახლეობის  მთავარი მოთხოვნა არის გუდამაყრის მთავარი გზის რეაბილიტაცია, იმედი მაქვს, რომ მომავალი წლიდან ამ პროექტის განხორციელებას ეტაპობრივად დავიწყებთ", - განაცხადა შალვა კერესელიძემ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე