"არსებობს ვიდეოჩანაწერები, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე"
loader

Breaking news

"არსებობს ვიდეოჩანაწერები, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე"

  • არსებობს ვიდეოჩანაწერები სადაც თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე

თბილისი: პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ბაჩალიაშვილი ტყეში სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებაზე საუბრობს.

მისივე თქმით, საქმეში არსებული ვიდეო და აუდიომასალა საკმაოდ მძიმე საყურებელი და მოსასმენია და ის თამარ ბაჩალიაშვილის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასახავს.

"საქმეში ნამდვილად მოიპოვება ვიდეო, ისევე როგორც აუდიომასალა, რომელიც საკმაოდ მძიმე საყურებელი და მოსასმენია ნამდვილად. ვადასტურებთ, რომ არსებობს ვიდეოჩანაწერები, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე. ვიდეო ასახავს მის ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას", - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე