გრიგოლ იოსელიანმა და ცოტნე ზურაბიანმა მრავალწლიანი ხეხილის ბაღები და სათევზე მეურნეობა დაათვალიერეს
loader

Breaking news

გრიგოლ იოსელიანმა და ცოტნე ზურაბიანმა მრავალწლიანი ხეხილის ბაღები და სათევზე მეურნეობა დაათვალიერეს

  • გრიგოლ იოსელიანმა და ცოტნე ზურაბიანმა მრავალწლიანი ხეხილის ბაღები და სათევზე მეურნეობა დაათვალიერეს
  • გრიგოლ იოსელიანმა და ცოტნე ზურაბიანმა მრავალწლიანი ხეხილის ბაღები და სათევზე მეურნეობა დაათვალიერეს

თბილისი: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  სოფლებში სოფლის მეურნეობის  წამყვანი დარგების  განვითარება არ   შეფერხებულა, ადგილობრივი ფერმერები მუშაობას აგრძელებენ. 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე  ზურაბიანმა სოფელ მუხიანში მრავალწლიანი  ხეხილის ბაღები, სოფელ ფარცხანაყანევში კი სათევზე მეურნეობა დაათვალიერეს.

მრავალწლიანი ხეხილის ბაღების და სათევზე მეურნეობის დათვალიერებისას ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის  წარმოების მნიშვნელობასა და  მოსახლეობის დასაქმების საკითხებზე ისაუბრეს.

სოფელ მუხიანში დავით ნიჟარაძემ  მრავალწლიანი  ხეხილის ბაღების გაშენება წელიწადნახევრის წინ დაიწყო,  ამჟამად 16 ჰექტარზე  გაშენებულ მეურნეობაში  ყოველდღიურად ათობით ადგილობრივია დასაქმებული, მოსავლის აღების დროს კი მათი რიცხვი იზრდება. 

დღესვე ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ფარცხანაყანევში ცენტრალურ მაგისტრალზე გაშენებულ სათევზე მეურნეობა  შპს "ოქროს ტბას" ესტუმრნენ, რომელიც 5 წელია, არსებობს და ვითარდება. თევზჭერა, დასვენება და სპინინგი ამ ადგილის მთავარი დანიშნულებაა. 

სოფლის მეურნეობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია, რომლის განვითარების ტენდეცია  ბოლო წლებში  აშკარად შეინიშნება, ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამებში ჩართვას წყალტუბოელი ფერმერები და მეწარმეებიც აპირებენ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე