"ასაკოვან ქალბატონთან დაავადება პროგრესირებს, ორმხრივ პნევმონიასთან ერთად, სეფსისის დიაგნოზიც დასტურდება"
loader

Breaking news

"ასაკოვან ქალბატონთან დაავადება პროგრესირებს, ორმხრივ პნევმონიასთან ერთად, სეფსისის დიაგნოზიც დასტურდება"

  • ასაკოვან ქალბატონთან დაავადება პროგრესირებს ორმხრივ პნევმონიასთან ერთად სეფსისის დიაგნოზიც დასტურდება

თბილისი: ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თბილისის ინფექციურ კლინიკაში მყოფი ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან ჯანმრთელობის ყველაზე მძიმე მდგომარეობა ასაკოვანი ქალბატონის შემთხვევაში ფიქსირდება.

მისი თქმით, ორმხრივ პნევმონიასთან ერთად, აღნიშნულ პაციენტთან სეფსისის დიაგნოზიც დასტურდება.

"ჩვენთან ყველაზე მძიმე პაციენტი არის ასაკოვანი ქალბატონი, რომელთან მიმართებაშიც მუდმივად ვამბობთ, რომ არის რისკის შემცველი თავისი ასაკის, ასევე თან არსებული დაავადებების გამო – ნევროლოგიური და მძიმე, პარალელურად კი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება, მაგრამ დღეისთვის შემიძლია, გითხრათ, რომ დაავადება პროგრესირებს და ორმხრივ პნევმონიასთან ერთად, მასთან უკვე სეფსისის დიაგნოზიც დასტურდება, შესაბამისად წარმოებს მისი მკურნალობა. შედეგები და პროგნოზის თქმა შეუძლებელია, ვნახოთ, დინამიკაში როგორი სიტუაცია განვითარდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე