თავდაცვის ძალებს 40 სამხედრო მოსამსახურე შეემატა
loader

Breaking news

თავდაცვის ძალებს 40 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

  • თავდაცვის ძალებს 40 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

თბილისი: საქართველოს თავდაცვის ძალებს 40 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია ეროვნული გვარდიის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის ძალებში ჩარიცხვა ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა კობა ახვლედიანმა მიულოცა და თავდაცვის ძალებში ეროვნული გვარდიის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ფიცის დადებამდე მომავალმა სამხედროებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) 10-კვირიანი კურსის ფარგლებში სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადება გაიარეს. დღეიდან ახალწვეულები ცხრა თვის განმავლობაში ეროვნული გვარდიის საშტაბო ასეულში იმსახურებენ.

ფიცის დადების ცერემონიალის შემდეგ პირადი შემადგენლობა მამა მიქაელმა დალოცა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე