"შტაინმაიერის ფორმულა" მცირე ნაწილია იმ დიდი პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც უკრაინაშია, რაც რუსულ აგრესიას ეხება"
loader

Breaking news

"შტაინმაიერის ფორმულა" მცირე ნაწილია იმ დიდი პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც უკრაინაშია, რაც რუსულ აგრესიას ეხება"

  • შტაინმაიერის ფორმულა მცირე ნაწილია იმ დიდი პრობლემების გადასაჭრელად რომელიც უკრაინაშია რაც რუსულ აგრესიას ეხება

თბილისი: "შტაინმაიერის ფორმულა“ მხოლოდ მცირე ნაწილია იმ დიდი პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც უკრაინაშია, რაც რუსულ აგრესიას ეხება, –  ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა განაცხადა.

"ფრან-ვალტერ შტაინმაიერი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და ის იყო ჩართული მინსკში, ნორმანდიული ოთხეულის მოლაპარაკებების პროცესში. ეს აბსოლუტურად განსხვავებული შემთხვევაა და გთხოვთ, გერმანიის პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტს ნუ დაუკავშირებთ მის სახელს ე.წ შტაინმაიერის ფორმულას. გთხოვთ გესმოდეთ, რომ „შტაინმაიერის ფორმულა“ მხოლოდ მცირე ნაწილია იმ დიდი პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც უკრაინაშია, რაც რუსულ აგრესიას ეხება. „შტაინმაიერის ფორმულა“ სრული ვითარების მხოლოდ ერთი ნაწილია. რაც ახლა განიხილება მხოლოდ ერთი, პატარა ნაწილია სრული ვითარების. ჩვენ ვმუშაობთ ამაზე და გთხოვთ, გესმოდეთ, რომ ასეთი საკითხების მომზადება მოითხოვს ძალიან მშვიდ, ფრთხილ და არასაჯარო მუშაობას, ამიტომ ძალიან ბევრი საკითხი ცნობილი არ იქნება, ვიდრე ნორმანდიული ოთხეულის სამიტი არ შედგება“,- განაცხადა დოლგოვმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე