ირაკლი ღარიბაშვილი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა
loader

Breaking news

ირაკლი ღარიბაშვილი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა

  • ირაკლი ღარიბაშვილი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა

თბილისი: საქართველოს თავდაცვის ახალმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი სამუშაო დღე 09:00 საათზე დაიწყო. მას უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა ლევან იზორიამ უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ გმირთა მემორიალთან დახვდნენ. 

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, მოქმედმა და ყოფილმა თავდაცვის მინისტრებმა, ასევე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა გაცნობითი შეხვედრა გამართეს. ირაკლი ღარიბაშვილმა სამინისტროში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიიღო და უწყების თანამშრომლებს საკუთარ პრიორიტეტები და გეგმები გააცნო.

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს განახლებულ შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ნდობა გუშინ ერთხმად გამოუცხადა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე