"გამოვრიცხავ, რაიმე სცენარის შემთხვევაში ჩვენ მთავრობა შევუსვოთ ივანიშვილის გუნდს ან რომელიმე პრორუსულ ძალას"
loader

Breaking news

"გამოვრიცხავ, რაიმე სცენარის შემთხვევაში ჩვენ მთავრობა შევუსვოთ ივანიშვილის გუნდს ან რომელიმე პრორუსულ ძალას"

  • გამოვრიცხავ რაიმე სცენარის შემთხვევაში ჩვენ მთავრობა შევუსვოთ ივანიშვილის გუნდს ან რომელიმე პრორუსულ ძალას

თბილისი: "ბატონო ბახტაძის გაფრთხილება აბსოლუტურად უადგილოა. ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს ამოცანა, რომ ვიყოთ წამყვანია ძალა, ჩვენს გარშემო მოხდეს მობილიზება პროდასავულური ძალების და ამ მიზანს ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ჩვენს პარტნიორებთან – „თავისუფალ დემოკრატებთან“ ერთად“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

რაც შეეხება კითხვას, რომელი პარტიები იგულისხმებიან პროდასავლურ ძალებში, ბოკერია განმარტავს, რომ ასეთი ბევრი პარტიაა და სამომავლოდ არჩევნებისთვის ასპარეზზე შესაძლოა, ახალი პროდასავლური ძალებიც გამოვიდნენ. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ბოკერია განმარტავს, რომ მომავალ არჩევნებში გამარჯვებას „ევროპული საქართველო“ სააკაშვილის გუნდის გარეშე გეგმავს.

"ქართული ოცნების“ ამბავი გამორიცხულია ყველა შემთხვევაში. ამის შემდეგ მოდის ჩვენი ამოცანა, რომ სააკაშვილის გუნდის, „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე შევქმნათ მთავრობა. მაგრამ თუ ივანიშვილის გუნდის ხელისუფლებიდან ჩამოშორების სხვა გზა არ იქნა, ბუნებრივია, განვიხილავთ თანამშრომლობას ყველა პროდასავლურ ძალასთან, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“. ოღონდ ჩვენს შორის იმხელა განსხვავებებია პოლიტიკურ ხედვებში, რომ ჩვენი ამოცანაა მათ გარეშე ხელისუფლებაში მოსვლა“,- განაცხადა ბოკერიამ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე