ძაღლების ჩხუბს თბილისში სისხლიანი დაპირისპირება მოჰყვა
loader

Breaking news

ძაღლების ჩხუბს თბილისში სისხლიანი დაპირისპირება მოჰყვა

  • ძაღლების ჩხუბს თბილისში სისხლიანი დაპირისპირება მოჰყვა

თბილისი: ძაღლების ჩხუბს თბილისში სისხლიანი დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტი ჩიქობავას ქუჩაზე მოხდა.

"იმედის" ინფორმაციით, ძაღლების ჩხუბის გამო მეპატრონეებს შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება, შემდეგ კი ერთ-ერთი ახალგაზრდის დაჭრა მოჰყვა.

დაჭრილია ძაღლის ერთ-ერთი პატრონი. 17 წლის ახალგაზრდა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ახალგაზრდას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ექიმების თქმით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შსს-ს ინფორმაციით, დამნაშავე უკვე დააკავეს. დანაშაული თავისუფლების 7-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე