უკრაინაში საქართველოს ელჩის თანამდებობას თეიმურაზ შარაშენიძე დაიკავებს
loader

Breaking news

უკრაინაში საქართველოს ელჩის თანამდებობას თეიმურაზ შარაშენიძე დაიკავებს

  • უკრაინაში საქართველოს ელჩის თანამდებობას თეიმურაზ შარაშენიძე დაიკავებს

თბილისი: უკრაინაში საქართველოს ელჩის თანამდებობას თეიმურაზ შარაშენიძე დაიკავებს. 

შარაშენიძის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ის საქმიანობას აგვისტოდან შეუდება.

თეიმურაზ შარაშენიძეს დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გელა დუმბაძე 1 ივლისს გამოიწვია.

Front News International მაშინ წერდა, რომ უკრაინაში ახალი ელჩის თანამდებობაზე თეიმურაზ შარაშენიძის კანდიდატურა განიხილებოდა, რომელიც ადრე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის თანამდებობას იკავებდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე