"ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, განაახლოს ფრენები საქართველოდან და საქართველოში"
loader

Breaking news

"ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, განაახლოს ფრენები საქართველოდან და საქართველოში"

  • ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს განაახლოს ფრენები საქართველოდან და საქართველოში

თბილისი: აშშ შეშფოთებით უყურებდა იმ არაპროპორციულ ზომებს, რომლებსაც რუსეთის მთავრობა და დუმის წევრები განიხილავდნენ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე საპასუხოდ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა განუცხადა.

"ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, განაახლოს ფრენები საქართველოდან და საქართველოში, რადგან აქ მთელი მსოფლიოდან ტურისტებს მიესალმებიან და ისინი უსაფრთხოდ არიან.

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ვიცით, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე