"დღევანდელი დღის შემდეგ განსაკუთრებით, ყველგან დავაყენებ აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხს"
loader

Breaking news

"დღევანდელი დღის შემდეგ განსაკუთრებით, ყველგან დავაყენებ აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხს"

  • დღევანდელი დღის შემდეგ განსაკუთრებით ყველგან დავაყენებ აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხს

თბილისი: ეს იყო პარლამენტში ძალისმიერად, შტურმის საშუალებით, ორგანიზებული ჯგუფების მიერ შეჭრის, რა მიზნით იყო შეჭრა პარლამენტში და ექნებოდა ამას თუ არა, პოლიტიკური შედეგები და გამოსავლები, ამაზე გამოძიებამ უნდა იმსჯელოს, ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

"აქცია გარკვეულ მომენტში, კონკრეტული პოლიტიკოსების მოწოდების საფუძველზე გახდა ძალადობრივი. ეს რაც შეეხება ამ კომპონენტს. აქცია არ იყო მშვიდობიანი. ახლა თქვენ ცდილობთ, მელაპარაკოთ მშვიდობიანი აქციის სტანდარტებით, როცა მართალი ხართ, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ შტურმზე, უკვე მართალი აღარ ხართ. მიუხედავად ამისა გეთანხმებით, რომ გავიდა 22 დღე, დღეს ჯერ კიდევ საავადმყოფოში გვყავს ორი, რომლებსაც ვმკურნალობთ, ვუმკურნალებთ. მერწმუნეთ, რომ სახელმწიფო, თითოეული ჩვენგანი აქამდე იმიტომ ვიკავებდით და ცოტა შეზღუდული ვიყავით, რომ გვქონდა პოზიტიური ვალდებულება, ამ ხალხზე გვეზრუნა, ვიზრუნებთ ბოლომდე, მათ შორის, მაკო გომურზე და სხვებზეც. არ აქვს მნიშვნელობა, რა შეფასება ექნებათ მათ. ყველა ჟურნალისტზე. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და ამას გავაკეთებთ.

როდესაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ტოვებს თავის ლოკაციას, იქმნება მინისტრის, მინისტრის მოადგილის და კურატორი მოადგილის სპეციალური ღონისძიების გეგმა, რომელშიც აღწერილია სტანდარტული და იმ კონკრეტულ ლოკაციაზე და იმ კონკრეტული მიზნებით, რა საპროგნოზო მონაცემებიც არსებობს, ამ გეგმის კონკრეტული ნაბიჯები, რაც, რა თქმა უნდა, ჩემ მიერ იყო ხელმოწერილი. ხელი მოვაწერე იმ დღეს, როდესაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა დატოვა თავისი ტერიტორია, ლოკაცია, ეს იქნებოდა, დაახლოებით, 00:00 – 01:00 საათამდე, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი ყველა საპოლიციო ძალის მოქმედების გეგმა, ვინ, სად, როდის, რა ფუნქციებით, რა მოვალეობებით და რა ლოკაციებზე, ყველაფერი - რა სპეციალური საშუალებებით, რა უფლებამოსილებით და რა პასუხისმგებლობებით.

ყველგან დავაყენებ აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხს. აქცია გარკვეულ მომენტში, კონკრეტული პოლიტიკოსების მოწოდების საფუძველზე გახდა ძალადობრივი. ეს რაც შეეხება ამ კომპონენტს, როდესაც აქცია, ეს არ იყო მშვიდობიანი. ამ ქვეყანაში ძალის გამოყენებით, ჩვენ არავის აღარ მივცემთ საშუალებას, რომ მოხდეს პოლიტიკური შედეგების მიღწევა. სხვანაირად ჩვენ, ნორმალურ, დემოკრატიულ სახელმწიფოს ვეღარ ავაშენებთ", - განაცხადა გახარიამ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე