"როდესაც ვიღაც ამბობს, რომ დამიზნებით ესროდნენ თვალში, ეს არის აბსურდი, ეს არის ტყუილი"
loader

Breaking news

"როდესაც ვიღაც ამბობს, რომ დამიზნებით ესროდნენ თვალში, ეს არის აბსურდი, ეს არის ტყუილი"

  • როდესაც ვიღაც ამბობს რომ დამიზნებით ესროდნენ თვალში ეს არის აბსურდი ეს არის ტყუილი

თბილისი: "ტყუილია, რომ დამიზნებით ესროდნენ თვალში", - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" ეთერში 20-21 ივნისს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. 

გიორგი გახარიას თქმით, ნარინჯისფერი ტყვიებს ინსტრუქციაში უწერია, რომ მისი გამოყენების მანძილი არის 10 მეტრიდან, შს მინისტრის ბრძანებით კი, პოლიციელებს ჰქონდათ მითითება, რომ ეს ტყვია უნდა გამოეყენებინათ მხოლოდ 20 მეტრიდან. 

"ნარინჯისფერი ტყვიები არალეტალურია და მისი გამოყენება შეიძლება მასების სამართავად სამართალდამცავი სისტემის მიერ, არა მარტო საქართველოში, არამედ ყველგან. ეს ტყვია არის სრულ შესაბამისობაში კანონმდებლობასთან. ამ ტყვიას ინსტრუქციაში უწერია, რომ მისი გამოყენების ეფექტური მანძილი არის 10 მეტრიდან, შს მინისტრის ბრძანებით, ჩვენს პოლიციელებს აქვთ მითითება, რომ ეს ტყვია უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ 20 მეტრიდან. ამ ტყვიის დამიზნება შეუძლებელია. როდესაც ვიღაც ამბობს, რომ დამიზნებით ესროდნენ თვალში, ეს არის აბსურდი, ეს არის ტყუილი. ამ ღონისძიების პირობებში იყო რამდენიმე მძიმე შემთხვევა, პირველ რიგში ჩვენთვის, უფლებამოსილების გადამეტების შესახებ. ჩემთვისაც მძიმე საყურებელი იყო, როდესაც 50 მეტრის დაშორებით სპეცრაზმელი დამიზნებით ცდილობს, ვიღაცას მოარტყას ეს, მაგრამ, არ შეიძლება ფაქტების აღრევა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე