ავიაკომპანია "AtlasGlobal" თბილისის მიმართულებით ფრენებს განაახლებს
loader

Breaking news

ავიაკომპანია "AtlasGlobal" თბილისის მიმართულებით ფრენებს განაახლებს

  • ავიაკომპანია AtlasGlobal თბილისის მიმართულებით ფრენებს განაახლებს

თბილისი: თურქული ავიაკომპანია „AtlasGlobal"-ი, რომელმაც საქართველოს მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება გასული წლის აპრილში შეწყვიტა, თბილისის მიმართულებით ფრენებს მიმდინარე წლის 16 ივლისიდან განაახლებს.

ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგების შესაბამისად, სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ფრენები ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (26 ოქტომბერი), კვირაში 7 სიხშირით (ყოველდღიურად) შესრულდება. რეგულარული რეისები Airbus A319, A320, A321 და A330 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, თურქულ ავიაკომპანიას საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 8 ივლისს მიენიჭა.

"AtlasGlobal"-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2013 წელს, „Atlasjet"-ის სახელით შემოვიდა. ავიაკომპანია 2001 წელს დაფუძნდა და მოკლე პერიოდში ერთ-ერთ წარმატებულ და სწრაფად მზარდ ავიაგადამზიდველად ჩამოყალიბდა თურქეთში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე