"აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და იმავეს მოვუწოდებთ რუსეთს"
loader

Breaking news

"აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და იმავეს მოვუწოდებთ რუსეთს"

  • აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და იმავეს მოვუწოდებთ რუსეთს

თბილისი: აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი რუსი დეპუტატების განცხადებებს ეხმაურება.

"რუსეთის დუმის ზოგიერთმა დეპუტატმა შესაძლოა, ასე თქვას, მაგრამ ეს არ არის მართალი. რა თქმა უნდა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და იმავეს მოვუწოდებთ რუსეთს. ასევე შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება და უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული აღიარება", - განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

რუსმა დეპუტატებმა ლეონიდ სლუცკიმ და პეტრე ტოლსტოიმ განაცხადეს, რომ "აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში არასოდეს იქნებიან".


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე