"ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ არ დავუშვათ სიბილწის და სიბინძურის საჯარო ზეიმი საქართველოში, არცერთი ფორმატით არასოდეს"
loader

Breaking news

"ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ არ დავუშვათ სიბილწის და სიბინძურის საჯარო ზეიმი საქართველოში, არცერთი ფორმატით არასოდეს"

  • ჩვენ ვართ აქ იმისთვის რომ არ დავუშვათ სიბილწის და სიბინძურის საჯარო ზეიმი საქართველოში არცერთი ფორმატით არასოდეს

თბილისი: "ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ არ დავუშვათ სიბილწის და სიბინძურის საჯარო ზეიმი საქართველოში, არცერთი ფორმატით არასოდეს",  - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე ლევან ვასაძემ განაცხადა. ვასაძე "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობს.

"ეს ხალხი ვინც ამას აპირებს, უცხოელი ელჩების ჩათვლით, ვინც ახდენს ზეწოლას ჩვენს სახელმწიფოზე, არიან დამნაშავეები იმაში, რომ ერევიან ჩვენი ქვეყნის საქმეში და ახდენენ პირდაპირ პროვოკაციას ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუკი ჩვენ, საქართველოში სოდომის უკიდურესი სექსუალური გარყვნილების ნორმებს დავამკვიდრებთ, შეგვიძლია დავემშვიდობოთ გამთლიანებას, იმიტომ რომ ოსები და აფხაზები არასდროს არ მოინდომებენ ჩვენთან გაერთიანებას. წესები ჩვენ დაგვიდგინა არა ჯორჯ სოროსმა და მსგავსმა ჭინკებმა", - განაცხადა ვასაძემ "რუსთავი 2"-თან.  ​

მისივე თქმით, ის ხვალ სპეციალური ვიდეომიმართვით დაანონსებს ლგბტ თემის საწინააღმდეგო აქციის დროს და ადგილს, სადაც გაჟღერდება სამოქმედო გეგმა, თუ როგორ დაუპირისპირდებიან ისინი ანტისახელმწიფოებრივ პროვოკაციებს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე