"უდარი" არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, კლიჩკო სააკაშვილს თანამდებობას სთავაზობს
loader

Breaking news

"უდარი" არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, კლიჩკო სააკაშვილს თანამდებობას სთავაზობს

  • უდარი არჩევნებში მონაწილეობას აპირებს კლიჩკო სააკაშვილს თანამდებობას სთავაზობს

კიევი: კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ მისი პარტია "უდარი" ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს კი პარტიის თავმჯდომარეობას სთავაზობს.

"უდარი" მონაწილეობას მიიღებს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, ვთავაზობთ ჩვენს პარტნიორებს იყვნენ ჩვენთან ერთად. მე პარტიის ლიდერად ვრჩები, მიხეილ სააკაშვილს კი პარტიის თავმჯდომარეობას ვთავაზობ", - განაცხადა კლიჩკომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.

როგორც კლიჩკო აღნიშნავს, ის არ დაივიწყებს დედაქალაქის მერის ვალდებულებებსაც.

"მე ბევრი ვალდებულება მაქვს კიეველების წინაშე, რომელიც უნდა გავნახორციელო. მე ვრჩები დედაქალაქის მერად, რათა ყველაფერი რეალობად იქცეს", - აცხადებს კლიჩკო.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში 21 ივლისს გაიმართება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე