ავსტრიის დროებითი კანცლერი საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელი გახდა
loader

Breaking news

ავსტრიის დროებითი კანცლერი საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელი გახდა

  • ავსტრიის დროებითი კანცლერი საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელი გახდა

კიევი: ავსტრიის ისტორიაში პირველად, მთავრობას ქალი უხელმძღვანელებს - ავსტრიის დროებითი კანცლერი საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელი, 69 წლის ბრიგიტე ბირლაინი გახდა. ამის შესახებ ვენაში გამართულ პრესკოფნერენციაზე ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვან დერ ბელენმა განაცხადა.

ვან დერ ბელენმა ბირლაინს გარდამავალი მთავრობის ფორმირება დაავალა, რომელიც სექტემბერში დაგეგმილ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე იმუშავებს. ბირლაინის წარდგენისას, ავსტრიის პრეზიდენტმა მას კეთილგონიერი, შორსმჭვრეტელი და კომპეტენტური პიროვნება უწოდა.

ავსტრიის კანცლერს სებასტიან კურცს პარლამენტმა 27 მაისს უნდობლობა გამოუცხადა. მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი კენჭისყრაზე სკანდალური ვიდეოჩანაწერის გავრცელების შემდეგ გაიტანა, რომლის გამოც ვიცე-კანცლერმა ჯაინც-კრისტიან შტრახემ თანამდებობა დატოვა, მოგვიანებით კი, მმართველი კოალიცია დაიშალა. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე