"ჩამოგვყავს 1400 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, გვყავს 216 კომისიის წევრი, დავიცავთ ამომრჩევლის ყოველ ხმას"
loader

Breaking news

"ჩამოგვყავს 1400 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, გვყავს 216 კომისიის წევრი, დავიცავთ ამომრჩევლის ყოველ ხმას"

  • ჩამოგვყავს 1400 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი გვყავს 216 კომისიის წევრი დავიცავთ ამომრჩევლის ყოველ ხმას

თბილისი: გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ზუგდიდში, შუალედურ არჩევნებზე, სადამკვირვებლო პროცესში დამკვირვებელთა უპრეცედენტო რაოდენობა იქნება მობილიზებული. 

მისი თქმით, ზუგდიდში 1400 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ჩავა, 216 კომისიის წევრი. იქ ჩადის ასევე 2 ათასამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. 

"ვნახეთ, რა მეთოდებით მოქმედებს "ქართული ოცნება", შევისწავლეთ მათი მეთოდები, მოვემზადეთ და არავითარ შემთხვევაში აღარ გავაყალბებინებთ არჩევნებს და დავიცავთ ამომრჩევლის ყოველ ხმას. დიახ, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩამოგვყავს 1400 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, ვამბობთ, რომ გვყავს 216 კომისიის წევრი, რომელიც არ იქნება ე.წ. ხელისუფლების კონტროლქვეშ. ჩამოდის 2 ათასამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც მშვენივრად ხვდება, რომ მათაც ეხება გაყალბება, გაყალბების მცდელობები და მათი სამოქალაქო უფლებებიც ირღვევა და მათი კონსტიტუციური უფლებები იზღუდება. ჩამოგვყავს ათასამდე მოხალისე. ყველა იმოქმედებს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აქვთ მიღებული უმკაცრესი ინსტრუქცია ყველა პარტიის ხელმძღვანელებისგან, არავითარ შემთხვევაში არ აყვნენ პროვოკაციებს, არავითარ შემთხვევაში არ უპასუხონ ძალადობას ძალადობით“, - განაცხადა ვაშაძემ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე