"პრაქტიკულად ახალი არაფერი უკითხავთ"
loader

Breaking news

"პრაქტიკულად ახალი არაფერი უკითხავთ"

  • პრაქტიკულად ახალი არაფერი უკითხავთ

თბილისი: ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკითხვა ე.წ. მატროსოვის ციხეში დაახლოებით 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

პროკურორის განცხადებით, მათ მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია მოისმინეს იმ პირების აღწერილობასთან დაკავშირებით, ვინც მერაბიშვილი ციხიდან გაიყვანა.

"მან დაასახელა რამდენიმე პირის ზოგადი ხასიათის მახასიათებლები, რომლებიც მისი განმარტებით, მონაწილეობას იღებდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მის გაყვანაში. გამოძიება მაინც შეაფასებს მის მიერ მოწოდებულ ზოგადი ხასიათის ინფორმაციას, დაიგეგმება და ჩატარდება ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“, -განაცხადა გამომძიებელმა თამუნა ვახანიამ.

ადვოკატების თქმით, ეს იყო დაკითხვა დაკითხვისთვის და მათ არ აქვთ მოლოდინი, რომ ძიება რეალურ შედეგებს დადებს.

"ვიზუალურ დახასიათებას სთხოვდნენ, მაგრამ ბუნებრივია, მათი სახელი და გვარი არ იცოდა და ვერ იტყოდა, მაგრამ მაშინაც ამბობდა და დღესაც გაიმეორა, რომ მათი ამოცნობა შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ ეს პერიოდი გავიდა. რაც შეეხება მათ მახასიათებელს დღესაც აღუწერა, რა ფერის თვალი ჰქონდათ, ეს არც მაშინ უთქვამს და ვერც დღეს იტყოდა, იმიტომ რომ ღამე იყო. პრაქტიკულად არცერთი  კითხვა არ დასმულა მაშინდელ მთავარ პროკურორზე, მაშინდელ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელზე, მაშინდელ სასჯელაღსრულების მინისტრზე, პრაქტიკულად ახალი არაფერი უკითხავთ“,- განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე