"ეს დამახასიათებელია რუსეთისთვის, გამოედევნოს აქტივობებს, როცა ამერიკის თუ სხვა ქვეყნების საზღვაო გემების განლაგება ხდება"
loader

Breaking news

"ეს დამახასიათებელია რუსეთისთვის, გამოედევნოს აქტივობებს, როცა ამერიკის თუ სხვა ქვეყნების საზღვაო გემების განლაგება ხდება"

  • ეს დამახასიათებელია რუსეთისთვის გამოედევნოს აქტივობებს როცა ამერიკის თუ სხვა ქვეყნების საზღვაო გემების განლაგება ხდება

თბილისი: საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი ადასტურებს, რომ შავი ზღვის აკვატორიაში შესულ ამერიკულ ხომალდ „როსს“ ორი რუსული სამხედრო ხომალდი აედევნა.

"ეს დამახასიათებელია რუსეთისთვის, რომ თვალ-ყური ადევნოს, გამოედევნოს ასეთ აქტივობებს, როცა ამერიკის თუ სხვა ქვეყნების საზღვაო გემების განლაგება ხდება, თუმცა ეს არის ჩვენი უფლება, საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით განვახორციელოთ ამგვარი ოპერაციები, ალბათ, უფრო რუსეთს უნდა მიმართოთ, რა რისკებს ხედავენ ამაში“, – განაცხადა როს უილსონმა.

ბათუმის პორტში აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდი „იუესეს როსი“ (USS Ross) 21 აპრილს შემოვიდა. ეს აღნიშნული გემის პირველი ვიზიტია საქართველოში. ხომალდის ეკიპაჟის წევრები, ქართველ კოლეგებთან ერთად, ერთობლივ წვრთნებს 25 აპრილს გამართავენ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე