ლონდონში უკრაინის ელჩის ავტომობილი დააზიანეს
loader

Breaking news

ლონდონში უკრაინის ელჩის ავტომობილი დააზიანეს

  • ლონდონში უკრაინის ელჩის ავტომობილი დააზიანეს

კიევი: ლონდონში უცნობი პირი უკრაინის ელჩის  ნატალია გალიბარენკოს ავტომობილი დააზიანეს. შემთხვევა დილის 10:00 საათზე უკრაინის საელჩოსთან ახლოს მოხდა.

ავტომობილი გაჩერებული იყო, როდესაც უცნობი პირი დიპლომატის ავტომობილს დაეჯახა, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ და თავდამსხმელის ავტომობილი ალყაში მოაქციეს. ამ დროს უცნობი პირი უკრაინის ელჩის ავტომობილს კიდევ დაეჯახა. საბოლოოდ პოლიციამ მისი მიმართულებით ცეცხლი გახსნა და ელექტროშოკის საშუალებით თავდამსხმელი დააკავა.

სამართალდამცველი ორგანოების ინფორმაციით, ალყის დროს უცნობი პირი პოლიციის ავტომობილებზე თავდასხმასაც ცდილობდა. ამჟამად ეჭვმიტანილი ლონდონის ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში იმყოფება.

თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია. ლონდონის პოლიციის განმარტებით, თავდასხმა ტერაქტად არ განიხილება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე