ეგზიტპოლის პირველადი შედეგებით, ვლადიმერ ზელენსკის ხმების 30,4% აქვს, პეტრო პოროშენკოს - 17.8%
loader

Breaking news

ეგზიტპოლის პირველადი შედეგებით, ვლადიმერ ზელენსკის ხმების 30,4% აქვს, პეტრო პოროშენკოს - 17.8%

  • ეგზიტპოლის პირველადი შედეგებით ვლადიმერ ზელენსკის ხმების 304 აქვს პეტრო პოროშენკოს - 178

თბილისი: უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ვლადიმერ ზელენსკისა და პეტრო პოროშენკოს შორის გაიმართება. 

ეგზიტპოლის პირველადი შედეგებით მსახიობსა და შოუმენ ვლადიმირ ზელენსკის ამომრჩეველთა ხმების 30,4% აქვს,  ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს კი 17.8%.

მესამე ადგილზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკოა 14.2%-ით.

საარჩევნო უბნები უკრაინაში ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურა. ქვეყნის მასშტაბით სულ გახსნილი იყო 29 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი.

იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგები ეგზიტპოლის შედეგებს დაემთხვევა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკრაინაში 21 აპრილს გაიმართება.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე