"მოსკოვმა შესაძლოა, დასავლეთის მიმართულებით ერთადერთი მოკავშირე დაკარგოს"
loader

Breaking news

"მოსკოვმა შესაძლოა, დასავლეთის მიმართულებით ერთადერთი მოკავშირე დაკარგოს"

  • მოსკოვმა შესაძლოა დასავლეთის მიმართულებით ერთადერთი მოკავშირე დაკარგოს

მინსკი: მოსკოვმა შესაძლოა, ერთადერთი მოკავშირე დაკარგოს დასავლეთის მიმართულებით, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსსა და რუსეთს შორის ურთიერთობა გამწვავდება, თუ მხარეები ნავთობის სფეროში გადასახადებთან დაკავშირებული დანაკარგების კომპენსაციის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.

"თუ რუსეთის ხელისუფლება მოძრაობის მსგავს კურსს აირჩევს და დასავლეთის მიმართულებაზე ერთადერთ მოკავშირეს დაკარგავს, ეს მათი არჩევანია. ჩვენ მათი იძულება არ შეგვიძლია“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტმა მთავრობას სხვა საიმედო წყაროების მოძებნა დაავალა. ლუკაშენკომ ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა წლის განმავლობაში ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განახლებას დაასრულებს, რის შემდეგაც ნავთობის შეძენას საბოლოო გადამუშავებისთვის არამხოლოდ რუსეთისგან შეძლებს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე