ყოფილმა პოლიტპატიმარმა შვედეთს პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით მიმართა
loader

Breaking news

ყოფილმა პოლიტპატიმარმა შვედეთს პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით მიმართა

  • ყოფილმა პოლიტპატიმარმა შვედეთს პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით მიმართა

ბრიუსელი: საქართველოში, 2013 წლის 12 ოქტომბერს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული გიორგი გაბედავა, რომელსაც აღნიშნული სტატუსი სპეციალურმა საპარალამენტო კომისიამ ხელისუფლების შეცვლის მერე მიანიჭა, საქართველოდან რეპრესიების გამო წავიდა და შვედეთის მთავრობას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

როგორც Front News International-ის ევროპის ოფისმა გაარკვია, გაბედავა შვედეთში, "Telefonplan"-ს დევნილთა თავშესაფარში იმყოფება. გაბედავასთან ერთად იმყოფება მისი მეუღლე ბაია ძაგანია, რომელიც ორსულადაა.

ჩვენი კორესპოდენტის ცნობით, გაუსაძლისი პირობების გამო გაბედავამ დევნილთა თავშესაფრის ხელმძღვანელობას ადგილის შეცვლა სთხოვა, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს საემიგრაციო სამსახური, ჯერჯერობით უცნობია.

ბოლო დროს გიორგი გაბედავა თბილისში გამართული საპროტესტო აქციის მსველობისას 13 და 17 მაისს დააკავეს. გაბედავას განცხადებით, ის პოლიციას უკანონოდ ჰყავდა დაკავებული.

გიორგი გაბედავა სხვადასხვა დროს პოლიტიკური აქტივობებითაც იყო დაკავებული, ის 2014 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობდა.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე