ნარკორეალიზების საქმეზე დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო მსჯელობს
loader

Breaking news

ნარკორეალიზების საქმეზე დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო მსჯელობს

  • ნარკორეალიზების საქმეზე დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო მსჯელობს

თბილისი: თბილისის ღამის კლუბებში ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების ფაქტზე დაკავებული რვა პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საქმეზე სასამართლო მსჯელობს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

პროკურორის მტკიცებით, საქმეში არის ოთხი მთავარი მოწმე, ის პირები, რომლებმაც ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა განახორციელეს.

დაკავებულთა ადვოკატები კი დღევანდელ პროცესზე მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვენ.

უფლებადამცველები უნდობლობას უცხადებენ გამოძიებას და ოპერატიულ მასალებზე ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვენ. ადვოკატების განცხადებით, არც ერთ დაკავებულს ნარკოტიკული საშუალება თან არ ჰქონდა.

სხდომას დაკავებულების ოჯახის წევრები ესწრებიან.

სასამართლო სხდომაზე სამ ბრალდებულს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. სხდომა მალევე განახლდა. ექიმის განმარტებით, მათ დამამშვიდებელი აბები დასჭირდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 მაისს კლუბ „ბასიანსა“ და „კაფე გალერიში“ ნარკორეალიზაციის ბრალდებით რვა პირი დააკავა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე