ნიგერიაში ტერაქტს 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
loader

Breaking news

ნიგერიაში ტერაქტს 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

  • ნიგერიაში ტერაქტს 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მაიდუგური: ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ მაიდუგურიში დაჯგუფება "ბოკო ჰარამის" მიერ განხორციელებულ ტერაქტს 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 68 კი დაიჭრა.

Reuters-ის ინფორმაციით, ეს თავდასხმა ყველაზე სისხლიანია მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ტერორისტულ დაჯგუფებასთან მუდმივი დაზავების მიღწევის მიზნით მოლაპარაკებების დაწყება გამოაცხადა.

ქალაქი მაიდუგური ნიგერიის ხელისუფლებას და აღნიშნულ ისლამისტურ ორგანიზაციას შორის 9-წლიანი კონფლიქტის ეპიცენტრია, რომლის შედეგად 20 ათასი ადამიანი დაიღუპა.

ნიგერიული დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ 2002 წელს შეიქმნა, რომლის მთავარი მიზანი დასავლური განათლების სტანდარტებთან ბრძოლა და შარიათის პრინციპებზე დაფუძნებული ისლამური ხალიფატის შექმნაა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე