თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავი კატასტროფას გადაურჩა
loader

Breaking news

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავი კატასტროფას გადაურჩა

  • თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავი კატასტროფას გადაურჩა

თბილისი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას ინციდენტი მოხდა. ავიაკომპანია Turkish Airlines-ის თვითმფრინავმა, რომელიც რეისს სტამბოლი-თბილისის მიმართულებით ასრულებდა, წარუმატებელი დაშვება განახორციელა.

ამის შესახებ Front News International-ს ლაინერის ერთ-ერთმა მგზავრმა, ბიზნესმენმა დავით ბეგიაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, თვითმფრინავი დაშვებისას გვერდზე მკვეთრად გადაიხარა და მიწას შეეხო. 

"მგზავრები რეალურად კატასტროფას გადაურჩნენ, სალონში პანიკა იყო, როდესაც დავეშვით, ლაინერი საჰაერო ორმოში აღმოჩნდა", - განაცხადა ბეგიაშვილმა. 

თვითმხილველების თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ზოლი ავარიულ მდგომარეობაშია და სასწრაფო რეკონსტრუქციას საჭიროებს.

საქართველოს ხელისუფლებამ ასაფრენი ზოლის რეკონსტრუქციის დასრულების შესახებ 2016 წლის ივლისში განაცხადა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რეკონსტრუქცია უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში - 12 კვირაში დასრულდა. 



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე