თეირანის პოლიციამ მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნა
loader

Breaking news

თეირანის პოლიციამ მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნა

  • თეირანის პოლიციამ მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნა

თეირანი: ირანის დედაქალაქში პოლიციამ ანტისამთავრობო  აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაიხსნა. წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია ორი ადამიანი. არიან დაკავებულები.

ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები ირანის მასშტაბით გრძელდება. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებას და ხამენეის რეჟიმის შეცვლას მოითხოვენ.

დემონსტრანტები ირანის ქუჩებში 28 დეკემბერს ანტისამთავრობო ლოზუნგებით გამოვიდნენ, 2009 წლიდან ეს ირანში ყველაზე მასობრივი საპროტესტო გამოსვლაა. აქციების ტალღა ერთ-ერთ ქალაქში პროდუქტების გაძვირების გამო დაიწყო, რამდენიმე დღეში კი მთელ ქვეყანას მოედო და პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიზარდა. 

5 იანვარს ირანში განვითარებული მოვლენების გამო გაერო-ს უშიშროების საბჭომ საგანგებო სხდომა მოიწვია.

7 იანვარს ირანის რევოლუციურმა გვარდიამ მასობრივ ანტისამთავრობო გამოსვლებზე გამარჯვების შესახებ განაცხადა, რომელიც მათი აზრით, ქვეყანაში რეჟიმის დასამხობად საზღვარგარეთიდან იყო მართული. საპროტესტო აქციები მაინც გაგრძელდა, თუმცა უკვე იმდენად მასშტაბური აღარ არის.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე