"რუსული" ბანკი ლატვიაში, სადაც ნატო-ს ყოფილი გენმდივანი მუშაობს, თაღლითობაშია ჩართული
loader

Breaking news

"რუსული" ბანკი ლატვიაში, სადაც ნატო-ს ყოფილი გენმდივანი მუშაობს, თაღლითობაშია ჩართული

  • რუსული ბანკი ლატვიაში სადაც ნატო-ს ყოფილი გენმდივანი მუშაობს თაღლითობაშია ჩართული
  • რუსული ბანკი ლატვიაში სადაც ნატო-ს ყოფილი გენმდივანი მუშაობს თაღლითობაშია ჩართული

კიევი: Norvik Banka, რომელშიც ცოტა ხნის წინ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა, თაღლითობაშია შემჩნეული. Front News International-ს ხელში ჩაუვარდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, უკრაინის სახალხო დეპუტატის ვლადიმერ არიევის თანაშემწემ დენის ბალაშოვმა უკრაინიდან შვეიცარიაში თითქმის ნახევარი მილიონი დოლარი გაიტანა. აღმოჩნდა, რომ ბალაშოვმა თავისი სიმამრის ოლეგ სავჩუკის ფული აიღო და დაარწმუნა ის, რომ ყველაფერს კანონიერად უკრაინის ეროვნული ბანკის მეშვეობით გააკეთებდა. ბალაშოვმა კვიპროსის ფირმის Midland Consult მომსახურებით ისარგებლა და პანამაში კომპანია Food Industrial დაარეგისტრირა, რომელმაც ანგარიში ლატვიის ბანკში Norvik Banka გახსნა, სადაც შემდგომში აღნიშნული ნახევარი მილიონის გადარიცხვა მოხდა, შემდეგ კი შვეიცარიაში, საიდანაც თანხა დაიკარგა. ოლეგ სავჩუკმა Front News International-ს მოუყვა როგორ მოპარა ფული დენის ბაშალოვმა და ემუქრებოდა დეპუტატ არიევთან კავშირებით, რომელიც იანვარში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

- რამდენი ხანია, რაც ბალაშოვს იცნობთ?

- დენისი ჩემ ქალიშვილზე იყო დაქორწინებული. მან იცოდა ჩემი ბიზნესის შესახებ, იცოდა, რომ მქონდა თავისუფალი თანხა და ხშირად მეუბნებოდა, რომ ამ ქვეყანაში არასტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაციის გამო თანხის გაჩერება არ შეიძლებოდა. მე ვხედავდი, რომ მას სხვა ქვეყნებში თანხები გაჰქონდა. ბაშალოვმა მითხრა, რომ ადამიანებს საზღვარგარეთ საიმედო ბანკებში აქვთ ანგარიშები. მე ვმუშაობდი მსხვილი კომპანიის წარმომადგენლად და გადასახადების გადახდაზე პრობლემები არ მქონია. კიევის რაიონში გადასახადების ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელი ვიყავი. თუმცა ის გამუდმებით დაჟინებით მარწმუნებდა, რომ საჭირო იყო თანხის შენახვა შვეიცარიაში და ასე აკეთებენ ადამიანები. მიმტკიცებდა, რომ ყველაფერს კანონიერად და ლეგალურად გააკეთებდა უკრაინის ეროვნული ბანკის ლიცენზიით და პრობლემები არ შეიქმნებოდა. მხოლოდ მერე მივხდი რატომ იქცეოდა ასე - მას დასაწყისშივე ჰქონდა დაგეგმილი ჩვენი ოჯახის თანხის მითვისება. 

- რატომ გადაწყვიტეთ თანხის შვეიცარიის ბანკის ანგარიშზე განთავსება?

- 2008 წელს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს ჩემმა კომპანიამ თანხა დაკარგა, მე ფული ბანკ "ავალის" ანგარიშზე შევიტანე. მაშინ დენის ბალაშოვი მარწმუნებდა, რომ უკეთესი იყო ფული უკრაინაში არ შემენახა. მე მას ვენდობოდი. 2009 წელს დენისმა ოფიციალურად გააფორმა ყველა დოკუმენტი პანამაში ფირმაზე, თუმცა ის არაფერს საქმიანოდა. მე მხოლოდ მისი რეგისტრაციის თანხას ვიხდიდი - წელიწადში 2 ათასს დოლარს. შემდეგ დენისმა მითხრა: "რატომ გავხსენი ის, თუ არ მუშაობს?"

- როდის მიეცით ფული ბაშალოვს?

- 2011 წელს მე თანხა დეპოზიტიდან მოხვსენი და დენისს მივეცი. ეს იყო ჩემი პირადი ფული - მაშინ ანგარიშიდან 3,5 მლნ გრივენი ავიღე (2011 წლის კურსით - 437 ათასი დოლარი). მაშინ ვფიქრობდი, რომ თანხას ინვესტიციისთვის ვიყენებდი, მათ შორის უკრაინაში. 

ბალაშოვმა კვიპროსის ფირმის Midland Consult მომსახურებით ისარგებლა, რომლის ერთ-ერთი ოფისი კიევში მდებარეობს, პანამაში კომპანია Food Industrial დაარეგისტრირა, რომელმაც ანგარიში ლატვიის ბანკში Norvik Banka გახსნა, სადაც ნახევარი მილიონი დოლარზე მეტი გადარიცხეს.

- რა თანხა იყო იქ?

- ბანკ Norvik-ში 520 ათასი დოლარი იყო. შვეიცარიის ბანკ Pictet-ში, სადაც ჩვენ ანგარიში 2012 წლის შემოდგომაზე გავხსენით, მან 490 ათასი დოლარი გადაიტანა, რადგან Midland Consult-ის თანამშრომელმა იგორ იაკოვლევმა თქვა, რომ ლატვიაში ასეთი თანხის გაჩერება არ შეიძლებოდა. ბანკ Pictet-ში ანგარიშის გახსნის შემდეგ, მე ვხვდებოდი მათ წარმომადგენელს ალან ჰელდს, რომელიც რეგულარულად ჩამოდიოდა კიევში და ინტერესდებოდა როგორ მიდიოდა ბიზნესი. მაშინ ბანკ Pictet-დან დოკუმენტები მოიტანეს, სადაც ბალაშოვზე ეწერა - "იგორ იაკოვლევის კლიენტი".

- იგორ იაკოვლევი შვეიცარიის ბანკში ანგარიშის დროს თავდებში ჩაუდგა?

- დიახ, ის იყო თავდები. ყველა დოკუმენტზე იყო დენის ბალაშოვის ხელმოწერა. იმაზე დოკუმენტებზე წერია - ალან ჰელდი, ბანკის მენეჯერი, რომელმაც ყველა დოკუმენტი მიიღო.

2013 წელს ოლეგ სავჩუკის ქალიშვილი და დენის ბალაშოვი დაშორდნენ, რის შემდეგად სავჩუკმა იგორ იაკოვლევს მიმართა.

- მაშინ თქვენი თანხის დაკარგვაზე შიშობდით?

- დიახ, იმის გათვალისწინებით, რომ მსგავს საკითხებში კარგად ვერ ვერკვეოდი, დროს იგორ იაკოვლევსა და ალენ ჰელდთან შეხვედრის დროს ჩვენი საუბარი ჩავიწერე და ისინი ამის შესახებ გავაფრთხილე. მე ვურჩიე იაკოვლევს დენისისთვის ანგარიშზე წვდომა შეეზღუდა, ვაჩვენე დენისის წერილიც კი, სადაც ის მე და ჩემს ოჯახს გვემუქრებოდა მას შემდეგ, რაც მან ჩემ ქალიშვილს დაარტყა, დენისი ჩვენ გვაშანტაჟებდა. მაშინ იგორ იაკოვლევმა მითხრა: "მე დენისთან ბიზნეს-ურთიერთობა მაქვს, მე მაქვს მასზე გავლენის და ზეწოლის ბერკეტები. ადამიანს, რომელსაც თანხის მოპარვა შეუძლია, აქ კარგი ანგარიში ვერ ექნება, მას აქვს ფული, ყველაფერს მისცემს, მას აშშ-დან კლიენტები მოჰყავს".

- ბანკ Pictet-ში ანგარიშის მომსახურებას პირადად იხდიდით?

- დიახ, მე ვიხდიდი. ყოველ წელს ვიხდიდი, ვიდრე თანხა შვეიცარიაში იყო და მაშინ არ იყო უკრაინაში ინვესტირების საშუალება, არც ის ვიცოდი როგორ უნდა დამებრუნებინა უკან უკრაინულ ბანკში. დენის ბალაშოვი და იგორ იაკოვლევი კი ამ საუბარს მუდმივად თავს არიდებდნენ. 

- როდის მოისურვეთ თანხის ამ ბანკიდან გატანა?

- დავუკავშირდი მენეჯერს, თანხის გატანა მსურდა, შევხდი ალენ ჰელდს, ის ჩამოვიდა კიევში. მე მას ვუთხარი, რომ ბიზნესისთვის თანხა მჭირდებოდა, მაშინ მან მიპასუხა, რომ თანხა ანგარიშზე არ იყო  და ის დენის ბალაშოვმა გაიტანა. ბანკშიც დამიდასტურეს, რომ ბალაშვომა თანხა კომპანია Foriya Business LLP-ის ანგარიშზე გაიტანა 2015 წლის დეკემბერში, ანგარიში კი დახურა. 

- როდის დაუკავშირდით ბალაშოვს ყველაფრის გასარკვევად?

- მაშინვე დავურეკე იგორ იაკოვლევს. მან მითხრა, რომ თანხის გატანის შესახებ არაფერი იცოდა და მითხრა, დავლოდებოდი ბალაშოვს კიევში და შეხვედრაზე ყველაფერი ერთად გაგვერკვია. შემდეგ ჩვენ შევხდით და იაკოვლევმა გამიმეორა, რომ მას ბალაშოვზე ზეწოლის ბერკეტი აქვს და დენისი ყველაფერს მისცემდა. მან ასევე თქვა, რომ ფირმა Midland Consult და პირადად ის ამ მიმართულებით 25 წელია მუშაობს და მარწმუნებდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, თუმცა მთხოვა ბანკისთვის არ მიმემართა. მეორე დღეს იაკოვლევი ბალაშოვს შეხვდა, რის შემდეგაც მითხრა, რომ ჩემი ფულის დაბრუნებაში ვერ დამეხმარებოდა. 

- თქვენ პირადად თუ შეხვდით ბალაშოვს?

- მეორე დღეს, როდესაც იგორ იაკოვლევმა მითხრა, რომ თანხის დაბრუნებაში ვერ დამეხმარებოდა, ჩვენ შევხდით ერთმანეთს ჩემი ქალიშვილის სახლში. მე მას ვუთხარი, რომ ჩემი თანხის დაბრუნება მინდოდა, რომელიც მე მას ბანკ "ავალიდან" მივეცი და რომელიც, როგორც ახლა ვხდები, მან უკრაინიდან არალეგალური გზით გაიტანა და მომატყუა. მან მითხრა, რომ არ იცის, რაზეა საუბარი. მე შევთავაზე შევხვედროდით ბანკ Pictet-ის მენეჯერს და Midland Consult-ის წარმომადგენელს, ბალაშოვმა უარი თქვა. 

- ბალაშოვი თქვენ იქამდე გემუქრებოდათ, ამის შემდეგ თუ გაგრძელდა მუქარები?

- დიახ, მან ჩემი ოჯახის მისამართით მუქარა გააგრძელა. ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში თუ მე თანხის დაბრუნებას შევეცდებოდი, ის ჩვენ "ციხეში ჩაგვსვამდა", "კიევიდან გაგვყრიდა" და ჩემი ქალიშვილის რესტორანს დახურავდა. გვემუქრებოდა სახალხო დეპუტატთან კავშირებით, თუმცა მაშინ არ ვიცოდით, რომ ვლადიმერ არიევის თანაშემწე იყო. 

- მუქარის პარალელურად რამე ხომ არ ხდებოდა?

- მე მითვალთვალებენ, ერთი მანქანა მუდმივად დამყვება.

- ბანკ Pictet-თან დაკავშირება კიდევ თუ სცადეთ?

- დიახ, ჩემმა იურისტმა, გაუგზავბა ბანკს მოთხოვნა ჩემი სახელით, მოეწოდებინათ ინფორმაცია ბანკში არსებული ანგარიშისა და თანხის შესახებ. Pictet -ის თანამშრომლებმა გვიპასუხეს, რომ ამ სახელით და გვარით ბანკს მომხმარებელი არ ჰყავს.

31 იანვარს Front News International-ს წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბალაშოვმა უკრაინიდან უკანონო გზით ნახევარი მილიონი დოლარი გაიტანა. სახალხო დეპუტატის ოფისში განაცხადეს, რომ ამის შესახებ არაფერი იციან, თავად არიევი კი ამტკიცებდა, რომ დენის ბალაშოვის ბიზნესთან და საქმიანობასთან არაფერი აკავშირებს, თუმცა Front News International-ს აქვს დოკუმენტები, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებს.

ცნობილია, რომ 2017 წლის დასაწყისში ბანკი Norvik უკრაინაში რუსული "სბერბანკის" შვილობილი ბანკის ყიდვას ცდილობდა, თუმცა მაშინ უკრაინის ეროვნულმა ბანკმა ამ გარიგებაზე უარი თქვა, რამდენადაც Norvik Banka-ს მფლობელი რუსი ბანკი გრიგორი გუსელნიკოვი აღმოჩნდა. 

Front News International-სთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ 24 იანვარს ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი და უკრაინის პრეზიდენტის მოქმედი მრჩეველი ანდერს ფოგ რასმუსენი ბანკ Norvik-ის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა, რომლის შემადგენლობაში 5 ადამიანი შედის. თავმჯდომარის თანამდებობას ბანკის აქციონერი გრიგორი გუსელნიკოვი იკავებს, მოადგილე - ანდერს ფოგ რასმუსენია, საბჭოს წევრები კი - იგორ სმოლინი, ავგუსტ გუსტავ პოლ ჰანინი და პიტერ მაიკლ ოდინცოვი.




იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე