კახა კუკავა - პრაქტიკულად, თეა წულუკიანი ბრალს დებს კახა კახიშვილის უწყებას, რომ ის მალავს 10 ათას პატიმარს
loader

Breaking news

კახა კუკავა - პრაქტიკულად, თეა წულუკიანი ბრალს დებს კახა კახიშვილის უწყებას, რომ ის მალავს 10 ათას პატიმარს

  • კახა კუკავა - პრაქტიკულად თეა წულუკიანი ბრალს დებს კახა კახიშვილის უწყებას რომ ის მალავს 10 ათას პატიმარს

თბილისი: პარტია "თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის კახა კუკავას განცხადებით, პატიმართა რაოდენობის შესახებ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მონაცემები, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკისგან მკვეთრად განსხვავდება.

"საქართველოს მთავრობა მალავს პატიმრების რაოდენობას. იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ პატიმრების რაოდენობა საქართველოში შეადგენს 20 ათასამდე პატიმარს. ამავდროულად, ოფიციალურად, სასჯელაღსრულების სამინისტრო აქვეყნებს 9 ათას 334 პატიმარს. როგორც ხედავთ, 100%-ია სხვაობაა ამ ორ მონაცემს შორის. პრაქტიკულად, თეა წულუკიანი ბრალს დებს კახა კახიშვილის უწყებას, რომ ის მალავს 10 ათას პატიმარს. 

ჩვენ ვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, კარგად გადათვალონ პატიმრების რაოდენობა და უახლოეს დღეებში გამოაქვეყნონ ციფრი, რამდენი პატიმარი ჰყავს საქართველოს დღეს“, - განაცხადა კახა კუკავამ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე