იურისტი - უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ვერ შეძლებენ
loader

Breaking news

იურისტი - უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ვერ შეძლებენ

  • იურისტი - უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ვერ შეძლებენ

კიევი: ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს ვერ დააკავებენ, თუ ის უკრაინაში უახლოეს პერიოდში ჩავა, - ამის შესახებ Front News International-ს "უკრაინის მოქალაქეთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ლიგის" თავმჯდომარემ, ადვოკატმა ედუარდ ბაგიროვმა განუცხადა.

"სააკაშვილს შეუძლია უკრაინაში დაბრუნდეს, არანაირი სამართლებრივი შეზღუდვა ამისთვის არ არსებობს. უკრაინის სასაზღვრო სამსახურის მესაზღვრეებს არ აქვთ კანონიერი უფლება მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში შესვლა აუკრძალონ. შესაბამისად, აეროპორტის ან რკინიგზით მას შეუძლია უკრაინაში ჩასვლა. მას შეუძლია საზღვრის გადაკვეთა. უკრაინის ხელისუფლება ვერ შეძლებდა ასეთ მოკლე პერიოდში მტკიცებულებთა ბაზის შეკრებას არგუმენტებისთვის მისი უკრაინაში შესვლის აკრძალვისთვის", - განაცხადა იურისტმა.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 26 ივლისს სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა. უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ განაცხადა, რომ ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს ქვეყანაში შესვლაც აუკრძალა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე