სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩინელი მეცნიერების პირველი ვიზიტი გაიმართება
loader

Breaking news

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩინელი მეცნიერების პირველი ვიზიტი გაიმართება

  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩინელი მეცნიერების პირველი ვიზიტი გაიმართება

თბილისი: 6 ივლისს, 12:00 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჩინეთიდან გუანჯოუს უცხო ენებისა და გარე ვაჭრობის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვევა. სსუ-ში ჩინელი მეცნიერების პირველი ვიზიტის მიზანია ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება - უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების, სამეცნიერო პოტენციალის გაცნობა, სამომავლოდ ერთობლივი პროექტების, ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების  შემუშავება. 

"გუანჯოუს უცხო ენებისა და გარე ვაჭრობის უნივერსიტეტის დელეგაციის სტუმრობა კიდევ უფრო განამტკიცებს თანამშრომლობას ორ უნივერსიტეტს შორის და ხელს შეუწყობს ქართულ-ჩინური კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას", - აცხადებენ სოხუმის უნივერსიტეტში


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე