საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს, მოსალოდნელია თოვა და ძლიერი ქარი
loader

Breaking news

საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს, მოსალოდნელია თოვა და ძლიერი ქარი

  • საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს მოსალოდნელია თოვა და ძლიერი ქარი

თბილისი: გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, 17 იანვარს დაბლობსა და ბარში შესაძლებელია თოვლჭყაპი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.

მისივე ცნობით, 17 იანვარს მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს", - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე