"ავტოკეფალიის საკითხზე ეკლესიას ექნება საუბარი უკრაინის ეკლესიასთან, ხელისუფლებას - ხელისუფლებასთან"
loader

Breaking news

"ავტოკეფალიის საკითხზე ეკლესიას ექნება საუბარი უკრაინის ეკლესიასთან, ხელისუფლებას - ხელისუფლებასთან"

  • ავტოკეფალიის საკითხზე ეკლესიას ექნება საუბარი უკრაინის ეკლესიასთან ხელისუფლებას - ხელისუფლებასთან

თბილისი: საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ეკლესიის ავტოკეფალია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია უკრაინისთვის.

მისივე თქმით, საქართველოს ეკლესიას საუბარი ექნება უკრაინის ეკლესიასთან, ისევე, როგორც საქართველოს სახელმწიფოს – უკრაინის სახელმწიფოსთან.

"დარწმუნებული ვარ, ამ საკითხზე ეკლესიას ექნება საუბარი და დისკუსია უკრაინის ეკლესიასთან, ხოლო ხელისუფლებას ექნება საუბარი და დისკუსია ხელისუფლებასთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია უკრაინისთვის. შესაბამისად, იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით იქნება მიღებული, წაადგება ჩვენს პარტნიორ ქვეყანას თავისი პოზიციების განმტკიცებაში, თავისი დემოკრატიის კონსოლიდაციასა და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.




იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე