"დავით კირკიტაძე ისევ პატიმრობაშია და ნაადრევი ზეიმი, რომ მართლმსაჯულებამ იზეიმა, არაადეკვატური იქნება"
loader

Breaking news

"დავით კირკიტაძე ისევ პატიმრობაშია და ნაადრევი ზეიმი, რომ მართლმსაჯულებამ იზეიმა, არაადეკვატური იქნება"

  • დავით კირკიტაძე ისევ პატიმრობაშია და ნაადრევი ზეიმი რომ მართლმსაჯულებამ იზეიმა არაადეკვატური იქნება

თბილისი: "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, დავით კირკიტაძე ისევ პატიმრობაშია, ამიტომ ნაადრევი ზეიმი იმასთან დაკავშირებით, რომ მართლმსაჯულებამ იზეიმა, არაადეკვატური იქნება.

"ფაქტი სახეზეა, დავით კირკიტაძე ისევ პატიმრობაშია, ამიტომ ნაადრევი ზეიმი იმასთან დაკავშირებით, რომ მართლმსაჯულებამ იზეიმა, რა თქმა უნდა, არაადეკვატური იქნება იმიტომ, რომ ეს კაცი ისევ ციხეშია და წინასწარ პატიმრობაშია და არაადეკვატური მუხლი აქვს წაყენებული, ისეთი მუხლი, რომელიც ყაჩაღებს და ბანდიტებს, პოლიციელების წინააღმდეგ იყენებენ ხოლმე, ამიტომ მეორე მომენტიც არის აღსანიშნავი ის, რომ ეს ადამიანი, ეს მოსამართლე უვადოდ არ ინიშნება, ანუ არ წარმოადგენს იმ კლანს, რომელიც უვადო დანიშვნის ჩეკს გასცემს ხოლმე აქ სასამართლოში, ამიტომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის და გადარჩენისთვის ბრძოლა უნდა გაგრძელდეს", - აცხადებს გიგი უგულავა.

საქმეზე, რომელიც ქვემო ქართლში დავით კირკიტაძის გუბერნატორად მუშაობის პერიოდს ეხება, სასამართლომ ის უდანაშაულოდ ცნო. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე