"პროფესიული ეთიკა არასოდეს მაძლევდა უფლებას, საჯაროდ დავპირისპირებოდი ადამიანებს, ვისაც ვიცავდი, მათ შორის ივანიშვილსაც"
loader

Breaking news

"პროფესიული ეთიკა არასოდეს მაძლევდა უფლებას, საჯაროდ დავპირისპირებოდი ადამიანებს, ვისაც ვიცავდი, მათ შორის ივანიშვილსაც"

  • პროფესიული ეთიკა არასოდეს მაძლევდა უფლებას საჯაროდ დავპირისპირებოდი ადამიანებს ვისაც ვიცავდი მათ შორის ივანიშვილსაც

თბილისი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ არ აპირებს საჯაროდ დაუპირისპირდეს ადამიანებს, ვისაც იცავდა, როგორც ადვოკატი. 

"ჩემი პროფესიული საჯარო ეთიკა, მათ შორის ჩემი ყოფილი პროფესიის, ადვოკატის ეთიკაც არასოდეს მაძლევდა იმის უფლებას, რომ ღიად და საჯაროდ დავპირისპირებოდი იმ ადამიანებს ვისაც მე ვიცავდი და მათ შორის ვიცავდი როგორც ადვოკატი ბიძინა ივანიშვილსაც. მე არ მიმაჩნია ღია და საჯარო დებატების თუ კონფლიტების გარეთ გამოტანა სწორად, მაგრამ არასოდეს მოვრიდებივარ განსხვავებული პოზიციის დაფიქსირებას შიგნით, მათ შორის ივანიშვილთანაც“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე