სასამართლომ დავით კირკიტაძე გაამართლა და გირაო გაუუქმა
loader

Breaking news

სასამართლომ დავით კირკიტაძე გაამართლა და გირაო გაუუქმა

  • სასამართლომ დავით კირკიტაძე გაამართლა და გირაო გაუუქმა

თბილისი: "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც გამოძიება მას გუბერნატორობის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, სასამართლომ გაამართლა.

კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიება გირაოც გაუუქმდა.

დავით კირკიტაძის ბრალი სხვა სისხლის სამართლის საქმეზეც აქვს წარდგენილი. ველისციხეში 16 დეკემბერს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის  კირკიტაძეს  გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება. აღნიშნულ საქმეზე კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე