"ყურში ჩურჩულით ვერ გადაწყდება საკითხები, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ეხება"
loader

Breaking news

"ყურში ჩურჩულით ვერ გადაწყდება საკითხები, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ეხება"

  • ყურში ჩურჩულით ვერ გადაწყდება საკითხები რომელიც თითოეულ მოქალაქეს ეხება

თბილისი: უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან, რა არის გუნდურობა და რა არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა გადაწყვეტილებას იღებს კანონმდებელი მისი სახელით. 

“ოთახში ვერ გამოიკეტება და ყურში ჩურჩულით ვერ გადაწყდება ისეთი საკითხები, რომლებიც ეხება თითოეულ მოქალაქეს. უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან, რა არის გუნდურობა და რა არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი. ეს არის საქართველოს პარლამენტი, ეს არის ხალხის წარმომადგენლობითი ორგანო, სადაც ჩვენმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, მისი წარმომადგენელი რა გადაწყვეტილებას იღებს მისი სახელით და რატომ.

თითოეულ მოქალაქეს აინტერესებს მისი და მისი მომავლის განმსჯელი მოსამართლეები იქნებიან მეთოფიშვილის მსგავსი მოსამართლეები თუ იქნებიან მოსამართლეები, რომელსაც აქვთ მაღალი სანდოობა, შეუვალობა, პრინციპულობა, ავტორიტეტი და ისეთი წარსული, რომელიც არ არის დაკავშირებული სასტიკ ძალადობრივ რეჟიმთან და უსამართლობასთან.

საჭიროა განვასხვავოთ ერთმანეთისგან რა არის საკითხები, რომელიც შეიძლება ერთმანეთს ვუთხრათ ხმადაბლა და რა არის საკითხები, რომელიც ხალხთან ერთად უნდა წყდებოდეს. ეს სწორედ ის საკითხია, რაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს.

მთელი ამ წლების განმავლობაში, მე მგონია, რომ მოვახერხე ჩემი საჯაროდ აქტიურობით და გადაწყვეტილებებით მეჩვენებინა, რომ მე არ ვარ ადამიანი, ვინც ჭორაობს ან ამბობს იმას, რაც არ არის სათქმელი“, - განაცხადა ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე