"ეს სია შეჩერდება და მოხდება კანონში ცვლილებების მომზადება"
loader

Breaking news

"ეს სია შეჩერდება და მოხდება კანონში ცვლილებების მომზადება"

  • ეს სია შეჩერდება და მოხდება კანონში ცვლილებების მომზადება

თბილისი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პოსტიდან წასვლის კონკრეტულ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილებით მიზანი მიღწეულია.

"ეს სია ვერ იქნება მიღებული პარლამენტის მიერ, ეს სია ვერ იქნება განხილული იურიდიული კომიტეტის მიერ, ეს სია შეჩერდება და მოხდება კანონში ცვლილებების მომზადება და ახლა მნიშვნელოვანია მეორე ეტაპი, იმიტომ, რომ პროცესი არ დასრულებულა“, - განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, სიის შეჩერებასა და ახალი კრიტერიუმების შემუშავებაში მას და მის თანამოაზრეებს დიდი წვლილი მიუძღვით.

"ეს მიზანი ორივე, პირველ ეტაპზე მიღწეულია და მიღწეულია სწორედ იმ გადაწყვეტილების შედეგად, რომელიც მე მივიღე და ვფიქრობ, რომ ამად ღირდა ყველაფერი, ეს იყო ჩემი და ჩემი მეგობრების ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი და ყველა იმ ადამიანის მიზანი, ვისთვისაც ღირებულია სამართლიანი სასამართლოს განხორციელება ქვეყანაში“, - განაცხადა ბესელიამ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე