ეკა ბესელია - არ ვეთანხმები შეფასებას, რომ გუნდურობა დავარღვიე
loader

Breaking news

ეკა ბესელია - არ ვეთანხმები შეფასებას, რომ გუნდურობა დავარღვიე

  • ეკა ბესელია - არ ვეთანხმები შეფასებას რომ გუნდურობა დავარღვიე

თბილისი: "ქართული ოცნების" დეპუტატი ეკა ბესელია პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შეფასებას, რომ მან გუნდურობა დაარღვია, არ ეთანხმება.

"არ მახსენდება სიტუაცია, როდესაც ეკა ბესელიას უკან დაუხევია და არც ახლა ვაპირებ უკან დახევას. არასოდეს მოვრიდებულვარ განსხვავებული პოზიციის დაფიქსირებას, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან. 

არ ვეთანხმები შეფასებას, რომ გუნდურობა დავარღვიე. სიმართლე არის ის, რაც მე ვთქვი. მე ვფიქრობ, რომ გუნდურობა დაირღვა, როდესაც გედევან ფოფხაძის კანდიდატურა არ გავიდა. ეს საკითხი ბევრად ადრე იყო შეთანხმებული. პარტიის თავმჯდომარესთან.  პარლამენტის თავმჯდომარესთანაც მქონდა ამაზე საუბარი კომიტეტის სხდომის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე. განსხვავებულ პოზიციებზე დავრჩით,  მაგრამ კომიტეტის თავმჯდომარის პრეროგატივაა დაასახელოს პირველი მოადგილე“, - განაცხადა ბესელიამ პრესკონფერენციაზე.

ბიძინა ივანიშვილმა ეკა ბესელია გუნდურობის პრინციპის დარღვევაში რამდენიმე დღის წინ დაადანაშაულა. 



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე