იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას დავით მათიკაშვილი შეასრულებს
loader

Breaking news

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას დავით მათიკაშვილი შეასრულებს

  • იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას დავით მათიკაშვილი შეასრულებს

თბილისი: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას დავით მათიკაშვილი შეასრულებს. აღნიშნულ თანამდებობაზე დავით მათიკაშვილის არჩევა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მოხდა.

დავით მათიკაშვილს მხარი კომიტეტის 11 წევრმა დაუჭირა.

სხდომას არ დასწრებია კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია.

დავით მათიკაშვილი ამ დრომდე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკა ბესელიამ გასული წლის ბოლოს დატოვა. პირველი მოადგილის პოსტი დატოვა ვანო ზარდიაშვილმაც.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე