ეკა ბესელია დღეს სპეციალურ განცხადებას გააკეთებს
loader

Breaking news

ეკა ბესელია დღეს სპეციალურ განცხადებას გააკეთებს

  • ეკა ბესელია დღეს სპეციალურ განცხადებას გააკეთებს

თბილისი: იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია დღეს მედიისთვის სპეციალურ განცხადებას გააკეთებს და პოსტიდან წასვლის კონკრეტულ მიზეზებზე ისაუბრებს.

პრესკონფერენცია 13:00 საათზე გაიმართება.

ბესელია სავარაუდოდ, ასევე უპასუხებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომელმაც ის გუნდის წინააღმდეგ წასვლაში დაადანაშაულა.

ბრიფინგამდე კი დეპუტატი უზენაესი მოსამართლეობის მსურველთა 10-კაციან სიას და უვადოდ გამწესების საკითხებს ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან განიხილავს.

ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოლსტი გასული წლის ბოლოს დატოვა და მიზეზად იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი მოსამართლეთა სია დაასახელა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე