მცხეთის ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო
loader

Breaking news

მცხეთის ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

  • მცხეთის ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

თბილისი: ვაკეში, მცხეთის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით - 117-ე და 236-ე - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება, დაიწყო. 

ამის შესახებ Front News International-ს შსს-ში განუცხადეს.

მისივე ცნობით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

ვაკეში, მცხეთის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთი ადამიანი დაჭრეს.

როგორც Front News International-ს თვითმხილველებმა განუცხადეს, ურთიერთშელაპარაკების დროს ერთმა ახალგაზრდამ მეორეს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა.

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე