ვაკეში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
loader

Breaking news

ვაკეში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

  • ვაკეში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თბილისი: ვაკეში, მცხეთის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთი ადამიანი დაჭრეს.

როგორც Front News International-ს თვითმხილველებმა განუცხადეს, ურთიერთშელაპარაკების დროს ერთმა ახალგაზრდამ მეორეს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა.

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ვინაობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.

ჯერჯერობით დაკავებული არავინ არის.

ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე