ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 41 წლის მამაკაცი დააკავეს
loader

Breaking news

ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 41 წლის მამაკაცი დააკავეს

  • ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 41 წლის მამაკაცი დააკავეს

თბილისი: შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად 1977 წელს დაბადებული დ.ლ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ დ.ლ.-მ მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში მდებარე მსხვილფეხა საქონლის ბაზრობაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებ 1986 წელს დაბადებულ რ. ს.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე