"ჩვენ ველოდებით და მოვუწოდებთ, რომ მოხდეს გაწვევა, რაც აუცილებელია ჩვენი საზოგადოების დამშვიდებისთვის"
loader

Breaking news

"ჩვენ ველოდებით და მოვუწოდებთ, რომ მოხდეს გაწვევა, რაც აუცილებელია ჩვენი საზოგადოების დამშვიდებისთვის"

  • ჩვენ ველოდებით და მოვუწოდებთ რომ მოხდეს გაწვევა რაც აუცილებელია ჩვენი საზოგადოების დამშვიდებისთვის

თბილისი: ჩვენ ველოდებით და მოვუწოდებთ, რომ მოხდეს კანონის გაწვევა, რაც აუცილებელია ჩვენი საზოგადოების დამშვიდებისთვის, - ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ განაცხადა.

"მისმა უწმინდესობამ კიდევ ერთხელ მოუწოდა დღეს ხელისუფლებას, რომ გაწვეული იყოს კანონი მარიხუანას კულტივაციის თაობაზე, ჯერ შეჩერებულია. უწმინდესმა ბრძანა საკმაოდ მკაფიოდ, რომ  ამჟამად არის შეჩერებული და ჩვენ ველოდებით და მოვუწოდებთ, რომ მოხდეს გაწვევა, რაც აუცილებელია ჩვენი საზოგადოების დამშვიდებისთვის“, - განაცხადა მეუფე შიომ.

როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, ხელისუფლებას, პარლამენტს თხოვეს, რომ გაწვეული იყოს ეს კანონი მარიხუანას კულტივაციისა და არ იყოს ეს მიღებული.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე