თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს 11 მოქალაქე დაშავდა
loader

Breaking news

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს 11 მოქალაქე დაშავდა

  • თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს 11 მოქალაქე დაშავდა

თბილისი: თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს 11 მოქალაქე დაშავდა​. შემთხვევა სარფი-ქემალფაშას გზაზე მოხდა.

"დაახლოებით 10:00 საათზე სარფი-ქემალფაშას გზაზე, სარფის საზღვრიდან ერთ კილომეტრში, თურქულ სანომრე ნიშნიანი მიკროავტობუსი შეეჯახა ავტობუსს, რის შედეგადაც დაშავდა მიკროავტობუსში მყოფი საქართველოს 11 მოქალაქე. საქართველოს მოქალაქეები გადაყვანილ იქნენ ხოფასა და არხავის სახელმწიფო საავადმყოფოებში, სადაც მათ ჩაუტარდათ პირველადი სამედიცინო დახმარება. ამ დროისათვის საქართველოს მოქალაქეთა ერთი ნაწილი პირადი სურვილით გაწერილია საავადმყოფოებიდან“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს შვიდი მოქალაქე სამედიცინო დაკვირვების მიზნით რჩება საავადმყოფოში.

"სასწრაფო დახმარების მთავარი ექიმის მოადგილის იაშარ დაღის განცხადებით, დამატებითი გამოკვლევის მიზნით ორი მოქალაქე გადაყვანილია ართვინის რეგიონალურ სახელმწიფო საავადმყოფოში. საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და დღის ბოლომდე მოხდება მათი გაწერა სამედიცინო დაწესებულებებიდან. გენერალური საკონსულო კონტაქტზეა სამედიცინო დაწესებულებების ექიმებთან და თვალყურს ადევნებს საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას“, – განაცხადა მიქელაძემ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე