ხულოში 31 წლის ქალს დანით 14 ჭრილობა მიაყენეს
loader

Breaking news

ხულოში 31 წლის ქალს დანით 14 ჭრილობა მიაყენეს

  • ხულოში 31 წლის ქალს დანით 14 ჭრილობა მიაყენეს

თბილისი: ხულოში, სოფელ ვაშლოვანში 31 წლის დაჭრეს. ქალი მრავლობითი ჭრილობით ხულოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაჭრილის მეუღლის თქმით, თავდამსხმელი მეზობელი, 50 წლის მამაკაცია, რომელთანაც კონფლიქტი რამდენიმე დღის წინ დაიწყო. მიზეზი მეზობლის მიერ მოპარული მობილური ტელეფონი გახდა, რის გამოც ოჯახმა პოლიციას მიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. გამოძიება  117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს, რაც თავისუფლების 3-დან 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე